ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე კლინიკა “ვივამედიდან” გაწერეს და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს.
როგორც “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კვლევის შედგები დამაკმაყოფილებელი იყო. მისივე თქმით, ქათამაძე კლნიკად 6 მარტს გაეწერა.
“პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ასევე ლაბორატორიული კვლევების შედეგებიც იყო დამაკმაყოფილებელი. პაციენტმა, როგორც კი შეწყვიტა შიმშილობა, ჩვენ დავიწყეთ კვების აღდგენითი თერაპია არსებული საერთაშორისო გაიდლაინის შესაბამისად”, – თქვა ჩხაიძემ IPN-სთან საუბარში.