ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თხოვნით და მოწიწებით მოგმართავთ, დღესასწაულების ფორმატი შევცვალოთ, რადგან დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ” – გამყრელიძე

გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას ეკლესიებში მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ქვეყანა დგას დიდი საშიშროების წინაშე, რომ შევიდეს ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და მერე ამ სპირალიდან გამოსვლა რთული იქნება.

„ჩვენი ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაული- აღდგომა, მისი წინა დღეები და მერე შვიდეული – ეს საქართველოში ტრადიციულად დიდი შეკრებების მიზეზი გახლავთ. ამიტომ, საზოგადოებისადმი ჩვენი რეკომენდაციები არის ძალიან დიდი თხოვნით და მოწიწებით, რომ წელს ჩვენ დღესასწაულების ეს ფორმატი შევცვალოთ იმიტომ, რომ ვდგავართ დიდი საშიშროების წინაშე, რომ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამ სპირალიდან გამოსვლა მერე რთული იქნება, გვექნება ბევრი დაზიანება. ამიტომ არის უმორჩილესი თხოვნა, რომ ამ პერიოდში ეკლესიებში წასვლისგან თავი შევიკავობთ, ვილოცოთ სახლიდან, ჩვენი მღვდელმთავრები და მამაოები ილოცებენ ჩვენთვის და ეს ლოცვა დარწუნებული ვარ, უკეთესი იქნება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვენი ადგილზე მისვლა ტაძარში. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, თუმცა ექიმი ვარ და ამ საშიშროების შესახებ უნდა გითხრათ “,- განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 340 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 76 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  5000 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,115,956 მიაღწია. გარდაიცვალა 141,820 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 527,475 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....