ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, თუ გინდათ ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში” – იმნაძე

იმნაძე

“ვეღარ დავითვლით კუბოებს. საქართველოში განმეორდება იტალია. თუ გინდათ ცოცხლები დარჩეთ დარჩით სახლში. თუ გინდათ ეკლესია გადარჩეს ნუ წახვალთ ეკლესიაში. დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან  განმეორდება იტალია.”

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

აღნიშნული განცხადება იმნაძემ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გააკეთა.

იმნაძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და ისაუბრა იმ საშიშროებებზე, რაც შეიძლება მოხდეს უახლოეს სამ კვირაში საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 306 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 71 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  5034 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,027,946 მიაღწია. გარდაიცვალა 129,181 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 494,562 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....