ახალი ამბები მთავარი

“დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია” – პაატა იმნაძე

იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია და დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია.

როგორც იმნაძე აცხადებს, მოსახლეობა წესებს უნდა დაემორჩილოს ათა დღემდე დიდი შრომით  მიღწეული წყალში არ ჩაიყაროს.

„დღე მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გავქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ხვალ ჩემს თანამშრომელს ასაფლავებენ, ზურა მირიანაშვილს, კაცს, რომლესაც 4 სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და ყოველ დღე დღე და ღამეს ათენებდა და მუშაობდა, ვერ გავაჩერეთ, რადგან იცოდა, რომ თავის სამშბლოს ემსახურებოდა და თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისთვის, ხალხო, ნუ გავაკთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩაყარაოთ ეს ყველაფერი, არ შეიძლება ასე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ეს არ ეხება მარტო ეკლესიას, სხვათაშორის, ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება, ხომ ხედავთ სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით, თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭირო, არათუ გარეთ. ასე ჩვენ ცოტახანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ სუყველამ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად, მოერიდეთ, ერთმანეთთანაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე. გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ გევექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“ ,- განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 306 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 71 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  5034 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,027,946 მიაღწია. გარდაიცვალა 129,181 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 494,562 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....