მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 10 დღით იკრძალება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ნაბიჯით მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო დავწიოთ ქვევით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრეზიდენტმა პარლამენტს ამ წინადადებით უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს.საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული.
ამასთან, შეგახსენებთ, ხომ მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. პრემიერმა საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.
საყოველთაო კარანტინის პერიოდში, 12 მუნიციპალიტეტის შესასვლელებში ბლოკპოსტები მოეწყო, სადაც მგზავრთა გადაადგილებას აკონტროლებენ და თერმოსკრინინგს უტარებენ. ხოლო, სპეციალური საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, სადაც ყველა გასასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.
ამ დროისთვის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ასევე დაწესებულია ლენტეხში, ბოლნისსა და მარ