ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთის ოთხ სოფელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებს

“ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში შეზღუდვები წესდება ყველა გამომსვლელ პირზე, თუ არ იქნება დისტრიბუციისა და სხვა სპეციალური დანიშნულების გადაადგილება”, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ყველა გადასასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო რეჟიმი გამკაცრდა.

გადაწყვეტილების აღსრულება შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს დაევალათ.

ამ დროისთვის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ასევე დაწესებულია ლენტეხში, ბოლნისსა და მარნეულში.

შეგახსენებთ, 12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 252 ადამიანია ინფიცირებული. 

252 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 63. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი სამი პაციენტია გადმოყვანილი. კორონავირუსით საქართველოში სამი მოქალაქე გარდაიცვალა.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 405.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 79 წლის კაცის, 80 წლის ქალისა და ორსული პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ განაცხადეს.

იტვირთბა....