კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში კონტროლი მკაცრდება.
კონტროლის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დღეს სოფელში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.
სამარტალდამცავები მოსახლეობას მოუწოდებენ, სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ.
მამაკაცი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს, ანალიზის ჩატარების შემდეგ კი ვირუსზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში დადასტურდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვირუსით ინფიცირებულია ახალგაზრდა მამაკაცი საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 296 შეადგინა. მათგან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.