ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ კორონავირუსით საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია ინფიცირებული

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მცხოვრები მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია.

აღნიშნულ ინფირმაციას  საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მედიასთან ადასტურებს.

დღეს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში დადასტურდა.

ვირუსით ინფიცირებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სამთავრობო დაცვის სამსახურში მუშაობს და სამსახურში სოფლიდან დადიოდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 296 შეადგინა. მათგან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იტვირთბა....