ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის ინფიცირების ერთი შემთხვევა კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში დაფიქსირდა

კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში დადასტურდა.

ვირუსით ინფიცირებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სამთავრობო დაცვის სამსახურში მუშაობს და სამსახურში სოფლიდან დადიოდა.

მამაკაცი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს, ანალიზის ჩატარების შემდეგ კი ვირუსზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა ხაშურის რაიონშიც. გომის თემის სოფელ ხიდისყურში კორონავირუსით ორი ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 296 შეადგინა. მათგან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იტვირთბა....