ახალი ამბები მთავარი

“მიზანშეწონილი და აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება” – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, POSTV-ის ეთერში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა გამოთქვამს ვარაუდს, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება.

“დღეს გამოვთქვამთ ვარაუდს რომ საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. მიზანშეწონილია და აუცილებელი და ასე ვიმოქმედებთ. ოპოზიცია მხარს უჭერს პრინციპულ გადაწყვეტილებას რომ მიუვუშვათ ვირუსი. ეს გამოიწვევს ათასობით და ათი ათასობით ადამიანის დაავადებას. ასეთი ტემპი ვერ გვექნება ეპიდემიის გავრცელების. ეს მოვახერხეთ სწორედ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით.თუ ვინმე არ უჭერს მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ის უჭერს მხარს, რომ ვირუსი გავრცელდეს. თუმცა ამ შემთხვევაში იქნება ეკონომიკაზე ზეწოლა მცირე, მაგრამ აქ საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას. თუ ისინი უპირატესობას ანიჭებენ ნაკლებ წნეხს და მათთვის არაფერს ნიშნავს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მათ შეუძლიათ თავისი არჩევანი გააკეთონ. ჩვენი პასუხისმგებლობაა მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.“ – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 272 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 68 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  4890 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 439.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,878,604 მიაღწია. გარდაიცვალა 116,830 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 436,011 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....