მთავარი ციტატა

“ცოლ-ქმარი დააჯარიმეს ერთმანეთის გვერდზე ჯდომისთვის და ეს შეზღუდვები რელიგიური ჯგუფის შემთხვევაში არ სრულდება”

“ჩვენ ვნახეთ აბსურდული შემთხვევები, ცოლ-ქმარი დააჯარიმეს ერთმანეთის გვერდზე ჯდომისთვის და „სუფთა სახლს“ შეუზღუდეს საქმიანობა. გაუგებარია, რა ნიშნით ხდება ამ ყველაფრის გაკეთება და სულ ბოლოს, გუშინ ვნახეთ ბზობის დღესასწაული და ვნახეთ, რომ არ სრულდება ეს შეზღუდვები რელიგიური ჯგუფის შემთხვევაში, ანუ ფარსად იქცა ეს ყველაფერი. ასე ვერ გაგრძელდება და არ შეიძლება, გაგრძელდეს.”

გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს“ წევრი

პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაძლოო გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ და ხელისუფლოებისგან ანტიკრიზისული გეგმის მომზადებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადდა.

ხოლო, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. პრემიერმა საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

იტვირთბა....