საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 266-მდე გაიზარდა.
მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 266 დადასტურებული შემთხვევიდან 67 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადდა.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. პრემიერმა საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.
საყოველთაო კარანტინის პერიოდში, 9 მუნიციპალიტეტის შესასვლელებში ბლოკპოსტები მოეწყო, სადაც მგზავრთა გადაადგილებას აკონტროლებენ და თერმოსკრინინგს უტარებენ. მოგვიანებით კი, ვირუსის გავრცელების გამო საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო ვანის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, სადაც სადაც მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ. სპეციალური შეზღუდვები დაწესდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელშიც, სადაც ყველა გასასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.