ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 257-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის  ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 257 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

COVID 19-ით ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4872 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 453.

შეგახსენებთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ყველა გადასასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო რეჟიმი გამკაცრდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევიდან ერთ-ერთი ქობულეთის სამედიცინო კლინიკის სანიტარია.

იტვირთბა....