საქართველოში კორონავირუსისგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 252 შემთხვევა დასტურდება, მათ შორის გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი.
საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. გარდაცვლილია სამი პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4925 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 401.