შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობა საპატრიარქოსთან ერთად განიხილავს აღდგომის დღესასწაულის საკითხს და მათთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას.
ამის შესახებ გომელაურმა სააღდგომო მსახურების ჩატარებაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრი აცხადებს, რომ საბოლოოდ მიიღება ისეთი გადაწყვეტილება, რომ კანონს არც ხელისუფლება დაარღვევს და არც ეკლესია.
“რომ გითრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატროარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-თქო, არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის წინაშე, გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, – განაცხადა გომელაურმა.
ცნობითვის, დღეს აქტუალურია საკითხი, რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, მთავრობის წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ თუ სააღდგომო მსახურება ტრადიციული ფორმით ჩატარდება, ეს ვირუსის პიკს გამოიწვევს.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. აღსანიშნავია, რომ სააღდგომო ლიტურიგიის ჩატარება სწორედ ე.წ. კომენდანტის საათს ემთხვევა.
1 აპრილს, საქართველოს საპატრიარქომ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა.
20 მარტს სინოდის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი კოვზით ზიარება არ შეიცვლება.