“პირველ ეტაპზე 400 ათასი პირბადე იქნება გამოყოფილი სააფთიაქო ქსელებისთვის ქვეყნის მასშტაბით. სააფთიაქო ქსელები, როგორც ვიცი, შეთანხმდნენ გარკვეულ ლიმიტზე – თითო მომხმარებელზე სამი ცალი პირბადე გაიცემა, რაც სამართლიანია. როგორც კი შევატყობთ, რომ მოცულობა ამოიყიდება, მას შევავსებთ. თუმცა, გამომდინარე ბაზრის გაჯერებიდან, რადგან ბაზარზე სხვა პირბადეებიც შემოდის, შეიძლება თითო ადამიანზე გასაცემი პირბადეების დაწესებული ლიმიტი მოიხსნას.”
ნათია თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ცოტა ხნის წინ მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეები სააფთიაქო ქსელებში დღეიდან გაიყიდება. ნათია თურნავას ცნობით, საქართველოში წარმოებული პირბადეები წამყვან სააფთიაქო ქსელებში გაიყიდება და მისი ფასი 50 თეთრი იქნება.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ვირუსის გავრცელების გამო სააფთიაქო ქსელში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა, საქართველოში მისი წარმოება დაიწყეს. სამედიცინო პირბადეების დამზადება აჭარაში მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო.