ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართული წარმოების ერთი სამედიცინო პირბადის ფასი 50 თეთრი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბადეები წამყვან სააფთიაქო ქსელებში გაიყიდება და მისი ფასი ხელმისაწვდომი იქნება.

ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ხოლო, კონკრეტულად რა იქნება პირბადის ღირებულება, როგორც თურნავა განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოე ერთი ნიღბის წარმოება ერთ ლარზე მეტი უჯდება, ის აფთიაქებში 50 თეთრად გაიყიდება.

“მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალოები უფასოდ გვიკერავენ პირბადეს, თვითონ ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა უჯდება ერთ ლარზე მეტი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა, მეტად ხელმისაწვდომი გახდეს პირბადე მოსახლეობისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქსელებში, აფთიაქებში პირბადეები გაიყიდება თითო ცალი 50 თეთრად.  ეს არის სუბსიდირებადი ფასი”,- აცხადებს ნათია თურნავა.

ცოტა ხნის წინ მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეები სააფთიაქო ქსელებში დღეიდან გაიყიდება.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ვირუსის გავრცელების გამო სააფთიაქო ქსელში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა, საქართველოში მისი წარმოება დაიწყეს. სამედიცინო პირბადეების დამზადება აჭარაში მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

იტვირთბა....