“ჩემი პროგნოზით, პიკი ორი-სამი კვირის შემდეგ იქნება. ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და ეს პიკი შენარჩუნდება კიდევ ორი-სამი კვირის მანძილზე და დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით ეპიდემია წავა ქვემოთ. ისე, რომ საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა.”
თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. მათგან 45 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა,სამი პაციენტი კი – გარდაიცვალა.
ვირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.