aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ადამიანს ვერ ავუკრძალავთ, ჯვარზე ემთხვიოს, მაგრამ თავშეკავებისაკენ მოვუწოდებთ”

“თანდათანობით, რამდენადაც შეგვიძლია, ვცდილობთ, ეს წესრიგი დაცული იყოს. ყველამ იცის, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ დისტანცია უზრუნველყოფილი იყოს. რაც შეეხება ხატებზე და ჯვარზე მთხვევას, ადამიანს ვერ ავუკრძალავთ, რომ ჯვარზე ემთხვიოს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური თავშეკავებისაკენ მოვუწოდებთ… ჩვენც ვსწავლობთ თანდათანობით ამ რთულ ვითარებაში როგორ მოვახერხოთ ის, რომ არც მრწამსს ვუღალატოთ და არც წესრიგი დავარღვიოთ. ეს არის ჯანდაცვის და ჩვენი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესები, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის საერთოა.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეუფე ნიკოლოზი – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი

ამის შესახებ მეუფებ ჟურნალისტებტან განაცხადა. 

შეგახსენებთ, დღეს აქტუალურია საკითხი, რა ფორმით ჩაატარებს ეკლესია სააღდგომო ლიტურგიას. მთავრობის წარმომადგენლები და სპეციალისტები აცხადებენ, რომ აღდგომაზე ტრადიციული ფორმით მსახურების ჩატარებამ შესაძლოა ვირუსის გავრცელების პიკი გამოიწვიოს. 

1 აპრილს, საქართველოს საპატრიარქომ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა.

20 მარტს სინოდის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი კოვზით ზიარება არ შეიცვლება.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა

იტვირთბა....