საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა. ხოლო, ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 188-მდე გაიზარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386
4 აპრილს გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. პაციენტი კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს. მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.
5 აპრილს კი კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.
პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.