ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კაცს, რომელმაც საქართველო 31 მარტს დატოვა, კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურდა

კაცს, რომელმაც ქალაქი გორი 31 მარტს დატოვა, სომხეთში კორონავირუსი დაუდგინდა – ინფორმაცია ამის შესახებ  გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში “პირველ არხს” დაუდასტურეს.

არსებული ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრმა კაცმა საქართველო 31 მარტს დატოვა.

როგორც ცნობილია, სომხეთში მყოფი საქართველოს მოქალაქის ინფიცირების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ფლობს.

ამჟამად ინფიცირებულის კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს.

სომხეთში კორონავირუსით 822 ადამიანია დაინფიცირებული. ინფიცირებულთაგან 7 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 57-ია.

რაც შეეხება საქართველოს, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა.  ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

“პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწავე ტემპერატურული დისტრესი, მწვავე სეფსისი. ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

იტვირთბა....