საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, STOPCOV.GE-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330.
გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება.