მთავარი ციტატა

“პაციენტის მდგომარეობა მიმღებშივე კრიტიკულად შეფასდა, ჰქონდა ორმხრივი მწვავე პნევმონია” – ლევან რატიანი

მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლისთვის შეუთავსებლად. შემოყვანისთანავე მჟავე-ტუტოვან წონასწორობაში PH იყო 7.0, რაც იმას მიუთითებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწავე ტემპერატურული დისტრესი, მწვავე სეფსისი. ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით. პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასეთ პაციენტებთან არსებობს სიმპტომური მკურნალობა. მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”

ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

“მთავარი არხი”

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა.  ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

იტვირთბა....