aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

აჭარაში კორონავირუსი 60 წლამდე ქალს დაუდასტურდა, რომელიც თურქეთში იმყოფებოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, რეგიონში დადასტურებული ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ვირუსი საკარანტინო ზონიდან გადაყვანილ 60 ქალს დაუდასტურდა, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

“საკარანტინო ზონებიდან და დისტანციურად მართვის ცენტრებიდან მუდმივად მისამართდება მოქალაქეები ცხელების ცენტრი, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ასეთი იყო 36. 35 შემთხვევაში გვქონდა უარყოფითი პასუხები, ერთ პაციენტს კი კოვიდ ვირუსი დაუდასტურდა.

ეს არის საკარანტინო ზონიდან გადაყვანილი პაციენტი, მას კორონავირუსი დაუდასტურდა PCR კვლევით, ის ცხელების ცენტრიდან გადავიდა ბონის “მედალფაში”. მას ცხელება აქ.

ის გადმოვიდა თურქეთიდან ერთი კვირის წინ. დაახლოებით არის 60 წლამდე ქალი. მისი მდგომარეობა არის მსუბუქი მიმდინარეობს, თუმცა მას დამატებითი კვლევები შემდგომ ჩაუტარდება.ის იყო მარტო, ოჯახის წევრების გარეშე”- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 162 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,152,751 მიაღწია. გარდაიცვალა 61,625 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 240,117 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....