მთავარი ციტატა

“ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების 99%-ში ჩვენთვის ცნობილია გავრცელების ჯაჭვი”

„იმ 157 შემთხვევაში, რაც დღეს ქვეყანაში არის, 99 პროცენტი ჩვენთვის ამ შემთხვევების წარმომავლობა და ჯაჭვი გავრცელებისა, ცნობილია. ჩვენ ვსაუბრობდით 2-3 შემთხვევაზე, შემდეგ იმ ერთზეც გავედით. უმრავლეს შემთხვევაში ხაზს ვუსვამ ჩვენ გასული ვართ პირველ წყაროზე. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც უფრო მოზრდილი კლასტერებია და მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, რომ პირველ წყაროზე გავიდეთ, თუმცა ქვეყანაში შიდა გავრცელების, ანუ დაუდგენელი წყაროს მიერ გავრცელების შემთხვევები გვაქვს. ვაკვირდებით სიტუაციას, რუსთავში ყალიბდება კლასტერი და ამ გადაწყვტილებებს, იცით, იღებს საკოროდინაციო საბჭო შესაბამისი ანალიზის საფუძველზე”

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ამირან გამყრელიძემ დღეს მის მიერ ეთერებში გამოჩენაზე უარის თქმის მიზეზებზეც ისაუბრა.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ წესებზე ისაუბრა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 157-მდეა გაზრდილი.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....