ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არავიზე ნაწყენი არ ვარ, ეთერებში არ ვჩნდები იმიტომ, რომ მაქვს მომატებული რისკი”

„მადლობა ჩემს კოლეგებს, მთლიანად საქართველოს მედპერსონალს, ექიმებს, ექთნებს, დაბალ სამედიცინო პერსონალს, ვისაც ხანდახან სანიტრებს ეძახით, ანუ უნცროსი სამედიცინო პერსონალი. ისინი ყველა ძალიან თავდადებული ადამიანები არიან, მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ლაბორატორიებს, ყველას, ვინც ამ ბრძოლაში არის ჩართული“ , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამრელიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გამყრელიძის თქმით, სამედიცინო პერსონალი დღეს მომატებული რისკის ქვეშ იმყოფება. მისი განცხადებით, თავადაც სწორედ იმიტომ იკავებს თავს ბრიფინგების ხშირად გამართვისგან, რომ ყოველდღიურად ბევრ ადამიანთან უწევს შეხება.

„დიახ, ჩვენ ვართ მომატებული რისკის ადამიანები, ამიტომ მე ვფრთხილობ თქვენთან, რადგან მე ვარ მომატებული რისკის პიროვნება. ბევრი ამბობს, რატომ არ ჩნდება გამყრელიძე ეთერებში, მე არავიზე ნაწყენი არ ვარ, არ მახასიათებს ეს. მე არ ვჩნდები ფართოდ იმიტომ, რომ მაქვს მომატებული რისკი, რომ ყოველდღიურად მე შეხება მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან.

ამიტომ რაც შეიძლება იგივე ეს ბრიფინგები იყოს ვირტუალური. დიახ, ეს ხალხი გმირები არიან. დიახ, იცით რიცხვები, რა პროცენტით დაინფიცირდა სამედიცინო პერსონალი ჩინეთში. სამწუხაროდ, უკვე გუშინ 60 შემთხვევა იყო ექიმების გარდაცვალებისა იტალიაში, ანუ ეს მომატებული რისკი არსებობს. საქართველოში დღეს გვყავს ორი ადამიანი, სამედიცინო პერსონალი, რომელიც დაინფიცირდა თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს“ , – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ წესებზე ისაუბრა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 157-მდეა გაზრდილი.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....