მთავარი ციტატა

“აპრილის თვე და მაისის პირველი ნახევარი მძიმე იქნება, კრიზისულ სტადიაში შევდივართ”

„შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება. შევდივართ კრიზისულ სტადიაში. მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლებელია მაისის პირველი ნახევარი. შემთხვევების ზრდა იქნება. ამ კვირის ბოლოსთვის რასაც ვპროგნოზირებდით, იმაზე ცოტა შემთხვევებია. პირველი იარაღი ამ ბრძოლაში არის სოციალური დისტანცირება. წამალი და მკურნალობა უკვე დაინფიცირებულ ადამიანთან გვჭირდება, მაგრამ რომ არ დაინფიცირდნენ, სოციალური დისტანცირებაა საჭირო“

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი

ამირან გამყრელიძემ დღეს მის მიერ ეთერებში გამოჩენაზე უარის თქმის მიზეზებზეც ისაუბრა.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ წესებზე ისაუბრა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 157-მდეა გაზრდილი.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....