“31 მარტს ჩვენთან შემოიყვანეს კრიტიკული პაციენტი, ასაკით 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო COVID 19. ანამნეზში ამ პაციენტთან იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში მკვეთრის წონის დეფიციტი, ჩატარებული კლინიკების შედეგად გამოვლინდა, რომ ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია, ასევე დადასტურდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, სეფსისი… ამ კვლევების შემდეგ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა.
მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე, დღეს დილით 9 საათზე, სამწუხაროდ, დადასტურდა ლეტალობა”
ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება, ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 156 -მდე გაიზრდა. ახალ ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.