საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 156 -მდე გაიზრდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.
ინფორმაციისთვის, 156 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია.