ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა. კლინიკამ სულ შვიდი პაციენტის პასუხი მიიღო ლაბორატორიიდან, მათგან ექვსი უარყოფითი, ერთი კი დადებითია.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა კარანტინის ზონიდან გადაყვანილ პირს დაუდასტურდა, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა – პაციენტს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა აქვს.

შეგახსენებთ, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ამ დროისთვის ოთხი მოქალაქეა მოთავსებული, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი, სამი კი საშუალო სიმძიმისაა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 156 -მდე გაიზრდა.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.

 

იტვირთბა....