“როგორც არ უნდა მოიპარონ ჩვენი აქტივები, საბოლოოდ მისი ანაზღაურება მოუწევთ” – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი, ვალიდმერ პუტინი ევროკავშირის გეგმას, რუსული გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესახებ.
მისი მტკიცებით, გეგმა სერიოზულ სიანს მიაყენებს ევროპული ქვეყნების ბიუჯეტს:
“ეს არამხოლოდ იმიჯზე იქნება სერიოზული დარტყმა, არამედ თანამედროვე ფინანსური მსოფლიო წესრიგისთვის უდიდესი პირდაპირი დანაკარგებიც შეიძლება იყო. ჩვენ ჩვენს ინტერესებს აუიცლებლად დავიცავთ. სად? პირველ რიგში სასამართლოში – ვეცდებით ვიპოვოთ ისეთი იურისდიქცია, რომელიც პოლიტიკური გავლენისგან იქნება თავისუფალი” – თქვა პუტინმა.
ამავე განცხადებაში, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პრაქტიკულად აღარ აქვთ სტრატეგიული რეზერვები.
“ჩვენი ჯარების აქტიური და ეფექტური მოქმედებების შედეგად, როგორც ჩანს, მტერმა სტრატეგიული რეზერვები ძალიან სერიოზული დანაკარგებით დაასრულა. ისინი (სტრატეგიული რეზერვები) პრაქტიკულად აღარ არსებობს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ეს წაახალისებს უკრაინის რეჟიმს კიევში, მოაგვაროს ყველა სადავო საკითხი და მშვიდობიანად დაასრულოს ეს კონფლიქტი. ახლა კი, არსებითად, ისინი უარს ამბობენ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე“ – თქვა პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

