“ჩვენ მუმდივად ვართ კონტაქტში ხელისუფლებასთანაც და ჯანდაცვის ორგანიზაციასთანაც და ვცდილობთ, რომ ადეკვატური რეაგირება გქვონდეს. ჩვენ დღეს ერთი მხრივ, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. მეორე მხრივ – უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი სარწმუნოების ძირითად მცნებებს. ამიტომ ძალიან რთულ ვითარებაში ვართ და განცხადებების გაკეთების დროსაც სიფრთხილე გვმართებს.”
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი
აღნიშნულით დეკანოზმა ჟუნალისტის კითხვას უპასუხა, თუ როგორ და რა ფორმით აპირებს ეკლესია სააღდგომო მსახურების ჩატარებას.
1 აპრილს, საქართველოს საპატრიარქომ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა.
20 მარტს სინოდის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი კოვზით ზიარება არ შეიცვლება.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.