მთავარი ციტატა

“ამაზე სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და დამთავრდა მსჯელობა”

“ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას, ამიტომ იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები. მუდმივად ვერ ვილაპარაკებთ ამაზე. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა”

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი 

აღნიშნულით დეკანოზი ზიარების მიღების წესის შეცვლას გამოეხმაურა.  

20 მარტს სინოდის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი კოვზით ზიარება არ შეიცვლება.

1 აპრილს, საქართველოს საპატრიარქომ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

იტვირთბა....