ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“სამარცხვინო და უზნეო” – ჩინეთი აშშ-ის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

ჩინეთი პასუხობს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რომელიც აშშ-ის მხრიდან კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელდა. კერძოდ, ამერიკა ჩინეთს, ვირუსით ინფიცირებულთა რეალური მონაცემების შესაძლო დამალვაში ადანაშაულებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰუა ჩუნინგის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ ჩინეთი ღია და გამჭვირვალე იყო. ჩუნინგმა მკაცრად გააკრიტიკა ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლებმაც ჩინეთის მხრიდან ინფორმაციის შესაძლო დამალვის შესახებ ეჭვები გამოთქვეს.

„ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული ეს კომენტარები უბრალოდ სამარცხვინო და მორალურად გულის ამრევია. მათ უარი უნდა თქვან საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების ამგვარ პოლიტიზირებაზე. ეს უბრალოდ უზნეო და არაადამიანურია და ამას მთელს მსოფლიოში დაგმობს ხალხო“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

1 აპრილს, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თეთრ სახლს გასაიდუმლოებული დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მალავდა თავის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 965,535 მიაღწია. გარდაიცვალა 49,247 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 203,308 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 131 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 26 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....