ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს გვაძლევს საფუძველს, არ ჩავთვალოთ, რომ განგაშის ზარების შემოკვრის დროა”

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გამოვლენილი ახალი ინფიცირებული პაციენტების კონტაქტები დადგენილია – ისინი ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან საკარანტინო სივრცეებიდან არიან.

როგორც მინისტრმა ფრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვიტარება კონტროლირებადია, ეს მოდუნების საფუძველს არ გვაძლევს.

სიტუაცია დღეს კონტროლირებადია, რადგან ამ 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან იმ საკარანტინო ზონებიდან, რომლებშიც არიან განთავსებული ჩვენი პაციენტები. ეს გვაძლევს საფუძველს, ჩვენ არ ჩავთვალოთ, რომ არის განგაშის ზარების შემოკვრის დრო ქვეყანაში”,- განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 130-მდე გაიზარდა. მათგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.

 

 

 

იტვირთბა....