aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს” – ცერცვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, მთელი ვერტიკალი, დაწყებული ექიმებით და დასრულებული მთავრობითა და პრემიერ-მინისტრით, ეპიდემიის პირველი დღიდან დღემდე ეფექტურად მუშაობს.

„მათი საპასუხო ღონისძიება იყო დროული, ადეკვატური და ეფექტური. საგანგებო მდგომარეობაც მაშინ გამოცხადდა, როდესაც საჭირო იყო. მყისიერი რეაქცია იყო მარნეულის შემთხვევაზე. რაც შეეხება თბილისს, მიმაჩნია რომ ესეც დროულია. საქართველოში ჯერჯერობით უჩვეულოდ კარგი მდგომარეობაა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ. ამავედროს, ჩვენთან არაა სიკვდილის არც ერთი შემთხვევა, მაშინ როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეული შემთხვევები ფიქსირდება.

ვინაიდან, ეპიდემია გავრცელების ამ ფაზაზე შევიდა, მოსალოდნელია, რომ საქართველოში მოხდეს ინფექციის მასობრივი გავრცელება, რაც ქვეყანას ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს. გაუჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, გაუჭირდება ეკონომიკას და ყველაფერს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ როგორმე შევინარჩუნოთ ეს უნიკალური მონაპოვარი, რაც გვაქვს. მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს და საქართველოს მიმართ გაკვირვებას და აღტაცებას გამოთქვამს, ეს როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ამის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო ღონისძიებები, რომელიც გამოცხადდა“,-აცხადებს ცერცვაძე.

მისი თქმით, ინფორმაცია თითქოს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მონაცემები ყალბდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

“არავითარი სტატისტიკა არ ყალბდება. საქართველო არის ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა, რომელმაც მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა აიღო, რომელსაც ძალიან კომპეტენტური სამედიცინო პერსონალი ჰყავს. ის იყო მეოთხე ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ლუგარის ცენტრის წყალობით ტესტირება დაიწყო.

თითოეული შემთხვევა იმდენ ადგილზე რეგისტრირდება და იმდენი ვინმესგან კონტროლდება, მათ შორის ჟურნალისტები ყოველ საათში იღებენ ინფორმაციას, რომ ეს შეუძლებელია. არ დაიჯეროთ, თეორიულად შეუძლებელია”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

კითხვაზე, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში რას გააკეთებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი პასუხობს: „დავისვენებ, დავიძინებ”.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

ეგახსენბთ, რომ 31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 110 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 21 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 809,276 მიაღწია. გარდაიცვალა 39,565 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 172,521 პაციენტი. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....