ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ორ პაციენტს კიდევ დაუდასტურდა კორონავირუსი და ორივე ბინიდან იქნა გადმოყვანილი ჩვენთან” – ეზუგბაია

“ამ დროისთვის უკვე 33 პაციენტი მკურნალობს ჩვენს ცენტრში. ჯერჯერობით 18 გამოჯანმრთელებულია ჩვენგან გაწერილი”. – ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია კლინიკაში მყოფ ინფიცირებულ პაციენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, დღის მეორე ნახევრისთვის ჩვენს ცენტრში დაგვემატა ორი დადასტურებული პაციენტი. ეს ჩვენს ცენტრში დადასტურებული არაა. როგორც ვიცით, არსებული კონტაქტების გამოკვლევისას ორ პაციენტს კიდევ დაუდასტურდა და ეს ორი პაციენტი ბინიდან გადმოყვანილი იქნა ჩვენთან. ამ დროისთვის უკვე 33 პაციენტი მკურნალობს ჩვენს ცენტრში. ჯერჯერობით 18 გამოჯანმრთელებულია ჩვენგან გაწერილი. დღის მეორე ნახევარში კიდევ ჩატარდება ტესტირება და იმედი მაქვს, კიდევ დაგვემატება გამოჯანმრთელებული პაციენტები. ზოგადად, ქვეყანაში 21 პაციენტია გამოჯანმრთელებული. 19-ს კიდევ ორი დაემატა, თუ არ ვცდები, საჩხერის ცენტრიდან გაეწერა კიდევ 3 გაჯანმრთელებული.

არსებული სიტუაცია ჯერჯერობით უცვლელია ჩვენთან. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც გაუმჯობესებული იყო, სტაბილურად გაუმჯობესებული რჩება. აქედან გამომდინარე მასზე, როგორც სტაბილურ პაციენტზე ისე ვილაპარაკოთ. სხვა პაციენტების მდგომარეობა უცვლელია“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

ეგახსენბთ, რომ 31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 110 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 21 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 809,276 მიაღწია. გარდაიცვალა 39,565 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 172,521 პაციენტი. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....