მთავარი ციტატა

“კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ღიად ისაუბრებს იმაზე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს საეკლესიო რიტუალების ჩატარებამ”

“კარგი იქნება, თუ ხელისუფლება უფრო ეფექტურად, უფრო ხმამაღლა და უფრო ღიად ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის, საეკლესიო რიტუალების ჩატარებამ და ამ კუთხით შეიძლება შეუქმნას საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობას. ეს არ არის ვირუსი, რომელიც ეხება ერთ და ორ ადამიანს, ეს არის ვირუსი, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს მთელი ერის ჯანმრთელობას და ყველას პასუხისმგებლობაა ის, რომ ამაზე იუზრუნოს ამ ძალიან რთულ პირობებში“

სერგი კაპანაძე – “ევროპული საქართველოს” წევრი

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 995 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პირი რჩება.

გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი.

საქართველოში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. ზომების გამკაცრება დღეს, დილის 08:00 საათიდან შევიდა ძალაში.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....