ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იქნებ ჩვენც დაგვინდოთ, რომ ნაკლები პაციენტი იყოს..” – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ, “ტვ პირველის” ეთერში განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი, რაც არ არის კარგი, მაგრამ სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით ლეტალური შედეგი არ დამდგარა.

როგორც ენდელაძე აღნიშნავს, ლეტალური შედეგების დადგომაც არის მოსალოდნელი, თუმცა მედიკოსები ძალ-ღონეს და ენერგიას არ იშურებენ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს.

„ამჟამად ჩვენთან პაციენტების რაოდენობა მომატებულია, მაგრამ ბევრი გავწერეთ კიდეც და ველოდებით, რომ დღეს შესაძლოა, ერთიც გაეწეროს. გვყავს ძალზე საყურადღებო პაციენტებიც და ერთ მათგანზე პროგნოზს ჯერ ვერ გავაკეთებ. მართალია, ჩვენი ქვეყანა ყველაზე მოწინავეა და კარგი შედეგები გვაქვს თითქოს, რომ ბევრი ინფიცირებული პაციენტი არ გვყავს, მაგრამ ამან არ უნდა მოგვცეს დიდი იმედი. იმისთვის, რომ დრამატულად არ განვითარდეს მოვლენები, დავიცვათ ყველა მითითება, რაც სახელმწიფოს მიერ არის გამოცხადებული. ასე რომ, დავინდოთ ჩვენი თავიც, ჩვენი მოსახლეობაც და იქნებ ჩვენც დაგვინდოთ, რომ ნაკლები პაციენტი იყოს და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, – განაცხადა ენდელაძემ.

დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც ხვალიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

ეგახსენბთ, რომ 30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 100 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 18 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.

საქართველოში  30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 742,556 მიაღწია. გარდაიცვალა 35,344 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 157,046 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....