ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 978 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პირი რჩება.

შეგახსენებთ, გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....