ახალი კორონავირუსის გამო, საქართველოში, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 876 ადამიანი იმყოფება. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 პირი რჩება.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.