ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბაჩო ახალაიას ბრალს დღეს წარუდგენენ

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ბრალს დღეს წარუდგენენ.

სუს-ში უკვე მივიდა ბაჩო ახალაიას ადვოკატი, რომეო საჯაია, რომელიც ბრალის წარდგენას დაესწრება.

ადვოკატს უწყებაში შესვლისას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

არსებული ინფორმაციით, ბრალის წარდგენა 19:30 საათზე იგეგმება.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი საქართველოში ბაჩო ახალაია იყო. სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან. სუს-ის თანახმად, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით – ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს “პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე” 9 წუთით ადრე, რაც შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა.

იტვირთბა....