aviabiletebi
მთავარი ციტატა

“გამოვრთოთ ზედმეტი ნათურა, ეს წაადგება ჩვენს ენერგეტიკას და ლარს” – რომან გოცირიძე

“ჩემი თავი თავიჭირე იმაზე, რომ ისე ვიქცევი სახლში, თითქოს შეცვლილ რეალობაში არ ვცხოვრობდეთ.
გამოვრთოთ ზედმეტი ნათურა, ეს წაადგება ჩვენს ენერგეტიკას და ლარს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რომან გოცირიძე, პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე

სოციალური ქსელი “ფეისბუქი”

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4534 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება ვებგვერდზე https://stopcov.ge/.  ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება ვებგვერდზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505. დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....