ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია” – თენგიზ ცერცვაძე

“70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, „იმედის“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ მოცულობის სამუშაოს ასეთ შემჭიდროებულ ვადებში შესრულება ექიმებს ჯერ არ დასჭირვებიათ.

„იყო დაძაბული პერიოდები, შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩვენ ძირითადი ინიციატორები და განმახორციელებლები ვიყავით, იყო ღორის გრიპის ეპიდემია და მასთან ბრძოლა, წითელას ეპიდემია და მასთან ბრძოლა და მრავალი სხვა, მაგრამ არც ერთხელ ამ მოცულობის სამუშაოს შესრულება და ასე შემჭიდროვებულ დროში არ დაგვჭირვებია”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4534 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება ვებგვერდზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება ვებგვერდზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....