aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სინგაპურში გამოიგონეს ტესტი, რომლითაც კორონავირუსზე პასუხს 5 წუთში გავიგებთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

სინგაპურის ლაბორატორიაში  კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი შექმნეს.  როგორც ლაბორატორია “NanoBio”-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამ ტესტის საშუალებით კორონავირუსზე პასუხს 5-10 წუთის განმავლობაში გავიგებთ.

ლაბორატორიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ნებართვას მიმდინარე თვის განმავლობაში მიიღებენ, რის  შემდეგაც ტესტებს საავადმყოფოებში გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....