დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მტავრობის მიერ გაცემნული რეკომენდაციები ეხება ყველა ასაკისა და ყველა პროფესიის ადამიანს.
როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს რეკომენდაცია მასაც ესება, თუმცა ის სახლში ვერ დარჩება.
იმნაძემ ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, თუ რა რეკომენდაციებს მისცემს ის 65 წელს ზემოთ გადაცილებულ მედპერსონალს, რომლელიც დღემდე მუშაობენ.
“65 წელზე ზევიტ ვინცაა, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ სახლში დარჩეს. მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები. მე უნდა ვიმუშავო”,- განაცხადა პაატა იმნაძე.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი 75 გახდა. ინფექციისგან უკვე 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.