მთავარი ციტატა

“ბოლნისსა და მარნეულში სიტუაცია არის მშვიდი”

“სიტუაცია ორივე რაიონში არის მშვიდი. თანამოქალაქეები მშვიდად ეპყრობიან იმ ვითარებას, რაც არის მარნეულსა და ბოლნისში. ინფორმირებასთან ერთად, ორივე რაიონის შემოწმება დავიწყეთ, დღეს უკვე ჯგუფებმა, რომლებიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, ასევე მედიკოსებით, მათ უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უტარდებათ სამედიცინო ღონისძიებები. 20 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, საიდანაც საყურადღებო იყო მხოლოდ ორი, რომლებიც მოთავსებული არიან საავადმყოფოში, მარნეულში. თუმცა, ამ ვითარებითაც არის დადებითი მდგომარეობა”

ირაკლი ჩიქოვანი – პრემიერ მინისტრის მრჩეველი

აღნიშნული განცხადება ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....