ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მარნეულიდან გადმოყვანილი 9 დღის ახალშობილი კლინიკაში მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა” – ლევან რატიანი

მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალშობილი შეიყვანეს. როგორც ჟურნალისტებს პირველი საუნივეერსიტეტო კლინიკის ხელძღვანელმა, ლევან რატიანმა განუცხადა, 9 დღის ახალშობილი მიჩნეულია კორონავირუსის საეჭვო შემთხვევად.

“მარნულიდან გუშინ გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა სუნთქვის მწვავე უკმარისობით და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. იგზავნება ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....