“ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, რომ შესაძლოა ამ დაავადების პიკი ჯერ კიდევ წინაა. ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისათვის. თანადგომა, რაც მნიშვნელოვანია ინფექციებთან ბრძოლის დროს, იგრძნობა. ჩვენ ერთად ვართ. მთელი საქართველოს სამედიცინო საზოგადოება გაერთიანებულია ამ დიდ ბრძოლაში. მე იმედი მაქვს, რომ ერთად ყოფნითა და ერთად საქმიანობით ჩვენ ამ პრობლემას დავძლევთ”
ლევან გოფოძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
TV პირველი, ვახო სანაიას “დღის ამბები”
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.
70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია.
ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს შსს-სთან ერთად აკონტროლებენ.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.