ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, https://stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 70 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის, ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია.

​კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 252.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს შსს-სთან ერთად აკონტროლებენ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

 

იტვირთბა....